გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ

22-05-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის facebook - სტატუს ეხმიანება, რომელიც პრემიერ - მინისტრის ვაჟის ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებას უარყოფითად ეხმიანება.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.

 

„ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სამზარეულოს ტიპის კლუბი თვითკმაყოფილებაშია იმით, რომ თვითილუზიაში ვითომ პროგრესულობითა და ვითომ შემწყნარებლობით.

 

რეალურად კი მსგავსი სუბიექტები ნეოფაშისტები არიან ფსევდოლიბერალიზმის დაძონძილი სამოსით. პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31