გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახელ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23-05-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, სალამურის დიდოსტატის ომარ კელაპტრიშვილის სახელ-მუზეუმის ეზოს და ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.


პროექტიდან გამომდინარე მუზეუმის შესასვლელში მოეწყო ბეტონის საფარი,   ხოლო ეზოს მხარეს იგება დეკორატიული ფილები. პარალელურად მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვის წინა მოსამზადებელი  სამუშაოებიც.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდ/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 870 ლარის ფარგლებში ფინანსდება.


საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატს, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელ ომარ კელაპტრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930