გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მორჩა დემოკრატიული კუკუდამალობანა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი სანქცია - გოგა ხაინდრავა

24-05-2023

„შემოაგდეს ფანდი ასლის, ევროკავშირის და ნატოს მისაღებში ჩოქბჯენში წლები დგომა გერჩივნოთ აფხაზებთან და ოსებთან საუკუნოვან ერთობას! შფოთავს კელი და დეპარტამენტი, გვეურჩებით?! ფრენებს ბედავთ ჩვენი ნების გარეშე! მორჩა დემოკრატიული კუკუდამალობანა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი სანქცია!“, - წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.


ამით, ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას და ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ეხმაურება. 


ცნობისთვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031