4-06-2023
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გასული დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები”.
როგორც დავით ასათიანი განმარტავს, დღეის მდგომარეობით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!
როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები. უკეთურება არ გვავიწყდება.
ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით და ბოლო 5 წელია პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!
პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს“, - წერს დავით ასათიანი.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |