გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძლიერი წვიმის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალა

18-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო დედაქალაქში ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. 


თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა, ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით. 


გზებზე არსებული შეზღუდვები ამინდის გაუმჯობებისთანავე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930