19-08-2018
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი რუსეთის.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. 9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი, ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოშია გადაყვანილი, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში. დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||