გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების კიდევ ერთ ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

9-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს სკოლის მასწავლებლებთან პერმანენტულ შეხვედრებს. ამ ჯერად მინისტრმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგთან გამართა სამუშაო შეხვედრა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.


 

 

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწას გულისხმობს. 


 

 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.


 

 

გიორგი ამილახვარის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან  შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება – შემდეგი შეხვედრა გაიმართება ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მასწავლებლებთან.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930