გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნებში გაეცნენ

13-06-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში პრეზენტაციები გამართა.


კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში ღონისძიებები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შედგა.  პრეზენტაციებზე წარდგენილი იყოსაკონვენციო ბიუროს წევრი 15 ორგანიზაცია.


ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურისტულ პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა  B2B ფორმატში, სკანდინავიური კომპანიები საქართველოში საქმიანი ტურიზმის ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გამართული პრეზენტაციების მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება სკანდინავიის ქვეყნებში და მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031