გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14-06-2023

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებსმიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაშიახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამონაწილეობას, სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს.


თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.


ღონისძიებაზე გიორგი მიშელაძემ ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკაზე, პროგრამებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს და აღნიშნა, რომ სააგენტო ღიაა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის.


კარლო კოპალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად მოთხოვნადია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების: ენერგეტიკის, მშენებლობის, სამთო-გეოლოგიური და სხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრები.

აღინიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-აღსრულებახელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031