გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კასპის სოფელ ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

15-06-2023

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ოკამში სოფლის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ზურაბ გელიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნული გზით, რომლის სიგრძეც 290 გრძივი მეტრია, 80-მდე ოჯახი სარგებლობს. გზა, ასევე, სოფლის სასაფლაომდე მისასვლელიცაა.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება, რომელსაც ი/მ დავით სუხაშვილი ახორციელებს.
"დამრეცი გზა მოსახლეობასა და ტრანსპორტს საშიშროებას უქმნიდა, განსაკუთრებით კი ნალექიან ამინდში. გამართული იმფრასტრუქტურა კი უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031