გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე 14 პირი პასუხისგებაში მიეცა

21-06-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხუთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 14 პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში, შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღებისა და სამუშაო ადგილის თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში დაახლოებით  400 000 ლარი.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 - დან 5 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031