გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი: ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო

23-06-2023

ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო - განაცხადა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარია სლაზაკიმ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის - „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე.


როგორც მარია სლაზაკიმ აღნიშნა, პირველი შეხება საქართველოს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ ჰქონდა და მაშინ არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი.


"მინდა მოგილოცოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრის სახელით. ეს ნამდვილად საამაყო მოვლენაა. თქვენც ძალიან ამაყი უნდა იყოთ. მე პირველი შეხება თქვენს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ მქონდა, მახსოვს მაშინ რამდენი პრობლემა მქონდა. არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი. ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო. თქვენი საადვოკატო ასოციაცია იყო და რჩება რეგიონში რეალურ ლიდერად არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც“, - განაცხადა მარია სლაზაკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031