27-06-2023
დასრულდა თბილისის წიგნის რიგით 25-ე საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალზე მოსულ სტუმარს 4 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებს.
გარდა ამისა ჩატარდა შეხვედრა მკითხველებთან.
საზოგადოებას ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნები წარუდგინეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ცენტრის საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა გრძელიშვილმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა თამარ ოთხმეზურმა, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა ექვთიმე კოჭლამზაშვილმა, ისტორიკოსმა ავთანდილ უჯმაჯურიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა გიორგი კალანდაძემ.
წარმოდგენილ წიგნებს შორის იყო: მრავალთავი, სერგიგორგაძე, თხზულებანი - 2, გაბრიელ მცირის მიერ შედგენილი კრებული „გჳრგჳნი“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, XII , XIII, ალმანახი „ჯავახიანი“ - 3.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |