გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში აფხაზი პოლიტიკური მოღვაწე ვასილ გურჯუა გაიხსენეს

22-08-2018

ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციამ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ აფხაზი პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ერთიანობისა და მის შემადგენლობაში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის დაუღალავი მებრძოლის, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის ვასილ გურჯუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამო გამართა.


შესავალი სიტყვა საღამოს ორგანიზატორმა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს თავმჯდომარე ალუ გამახარიამ წარმოთქვა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ ვრცელ მოხსენებაში ვასილ გურჯუას ბიოგრაფიასა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა. ასევე ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებები გაიხსენა, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის განმტკიცებისა და მშვიდობის მშენებლობისაკენ იყო მიმართული.


ვასილ გორჯუას მოღვაწეობა და საქართველოს ერთიანობის შესანარჩუნებლად მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და დამსახურების შესახებ ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა და სხვა გამომსვლელებმა.


საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შოთა ხეცურიანი და  თემურ მჟავია, პროფესორები, ეთნიკურად აფხაზები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930