გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მთის განვითარების პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია

23-08-2018


 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთის განვითარების პროექტი მათი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. 
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მიღწევები მომავალში კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. 

ამის შესახებ  განცხადება ბახტაძემ მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე გააკეთა. 

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიღწევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მთის განვითარების პროექტს უჭირავს, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრჯერ ჩვენი ოპონენტებისგან არასერიოზული არგუმენტები მომისმენია. მათი თქმით, მაინც გაჭირდება მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრება. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას. იმ რესურსებისა და იმ ენერგიის ინვესტიციის ფონზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ნამდვილად არ უნდა გვქონდეს ამისი განცდა და მოლოდინი. პროდუქტიულობა და ეფექტურობა კი უნდა გავზარდოთ,"- განაცხადა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031