გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაჩი ბერაია გიორგი მსხილაძეს: ნაცმოძრაობის მოღალატეობრივი ქმედებების საფუძველზე გაქვთ, თუ არა მათი მხრიდან კონსენსუსის, ან სახელმწიფოსთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი?

3-07-2023

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, „ხალხის ძალის“ წევრმა, დაჩი ბერაიამ, დასვა კითხვა იმის შესახებ, არსებობს, თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსენსუსის მოლოდინი.


„ვეტოს პრეზენტაციის დროს ახსენეთ კონსენსუსი. ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების დროს, კერძოდ, როდესაც ვირჩევდით იუსტიციის საბჭოს წევრებს, ალბათ, დააკვირდით, როგორ მოიქცნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიის წარმომადგენლები - პირდაპირ საბოტაჟი გამოუცხადეს პროცესს. ამ და სხვა ბევრი მოღალატეობრივი ქმედების საფუძველზე გაქვთ, თუ არა მათი მხრიდან კონსენსუსის, ან სახელმწიფოსთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი და თუ გაქვთ, რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?“ - იკითხა ბერაიამ.


მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო, ამიტომ დაზუსტება დასჭირდა, თუმცა ამომწურავი პასუხი არც დაზუსტების შემდეგ მიუღია.


„არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ თუკი ეს შესაძლებელი იყო სახალხო დამცველის შემთხვევაში, აბსოლუტურად შესაძლებლად მიმაჩნია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის შემთხვევაშიც,“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031