გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელი: მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

23-08-2018

გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მეტიც, მერკელის თქმით, გერმანია მზადაა, კონფლიქტის დასარეგულირებლად თავისი წვლილი მაქსიმალურად შეიტანოს. 

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ბოლოს აქ სტუმრად ზუსტად 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და რა თქმა უნდა, 10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში", – განაცხადა მერკელმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930