5-07-2023
„ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის შემუშავებული „სლენგური“ ცნებებიდან რომელი იქნა უკვე აპრობირებული ჩვენზე, რომელია შემუშავების სტადიაზე, ან რომელს აქვს უფრო სამომავლოდ გათვლილი პერსპექტივა, ამას ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სფერო, რომელსაც უკრაინაში ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი, წარმართავს საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს.
„ვისაც არ სჯერა, გაგვატარონ. საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბური „არალეტალური“ (ჯერჯერობით) ომი. თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი დოქტრინით - აქ დავტოვოთ „ინტრიგა“, თუმცა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ამ ომის ცალკეული ელემენტი, რა თქმა უნდა, ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული.
ვინაიდან ამ ომის ერთ-ერთ ძირითად შემტევ ძალას საქართველოს ფრონტზე დღეს უკრაინა წარმოადგენს. გავიცნოთ ამ ბრძოლის „ტექნიკური“ სარდალი და განვიხილოთ მისი ცალკეული საბრძოლო ელემენტი. ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს წარმართავს ე.წ. „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სფერო, რომელსაც უკრაინაში ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი. „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სფეროში შემავალ ცალკეულ მდგენელებს განეკუთვნება:
თუ რომელი მათგანი იქნა უკვე აპრობირებული ჩვენზე, რომელია შემუშავების სტადიაზე, ან რომელს აქვს უფრო სამომავლოდ გათვლილი პერსპექტივა, ამას ფაქტობრივად ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||