6-07-2023
„სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავითარებს ლურჯი მოცვის წარმოებას. დაფინანსებულია 2,500 ჰექტარზე მეტ ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენება. Usaid-ის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა დაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება“ - განაცხადა სოფლის განვათარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.
ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად ახორციელებს.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||