გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

6-07-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა და განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.


 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მიზნით, ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.


 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031