გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე მერკელსა და გერმანელ ხალხს საქართველოს უწყევტი მხარდაჭერისათვის მადლობას ეუბნება

24-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქის“ საშუალებით გერმანიის ფედერალურ კანცლერსა და გერმანელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისა და სტუმრობისათვის კიდევ ერთხელ მადლობას ეუბნება.

ბახტაძე მოხარულია იმითაც, რომ ქალბატონი მერკელი ქართული ფოლკლორით აღფრთოვანებული დარჩა.

„დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ - ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. ქალბატონი მერკელი აღფრთოვანებული დარჩა ქართული ფოლკლორით.

 

კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მერკელს და გერმანელ ხალხს ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის,“-წერს ბახტაძე ფეისბუქგვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31