გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს

7-07-2023

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, ,,ქაშუეთის" უბნის ტერიტორიაზე ნაეკლესიარისა და სამაროვნის შესწავლის მიზნით.

 

ამ ეტაპზე ნაეკლესიარის აღმოსავლეთითა და სამხრეთით აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი, ზოგიერთ მათგანში დაფიქსირდა სამარხეული ინვენტარიც (ჯამები, სასმისები). ერთი სამარხი და ორი ქვევრი ნაეკლესიარის შიდა სივრცეშიცაა წარმოდგენილი იატაკის დონეზე.

 

ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე სამარხების შესწავლის დროს აღმოჩნდა ასომთავრულით შესრულებული წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, რომლის ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში შემთხვევით იპოვა სოფლის მკვიდრმა. ქვაზე ამოკვეთილია: ,,ქრისტე შეიწყალე ბასილი და მისნი შვილნი''.

 

მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტში 130 00 ლარია გათვალისწინებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930