8-07-2023
ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჟორიკა რურუა, თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს.
მწვავე დაპირისპირება მეწილეებს შორის „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს" გამო წარმოიშვა.
მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პირდაპირ ლობირებს და ითხოვს, რომ არ ჩაიშალოს „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" დასკვნითი ღონისძიება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ღონისძიების გამართვაში პარტიის სხვა ლიდერების დავალებით პირდაპირ არის ჩართული. როგორც პოსტვ-ის განუცხადეს, ტერიტორიის დანარჩენი მეწილეები მიიჩნევენ, რომ ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, შესაბამისად არ სურთ პრაიდის გამართვა. ამის საპირისპიროდ, ჟორიკა რურუა მათ სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს და ემუქრება.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||