10-07-2023
„ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციისთვის საქართველომ მრავალი წლის წინ შეასრულა მათი პირობები და საქართველო თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან, მაგრამ ახლა საჭიროა, ევროკავშირმა და NATO-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.
„თეორიულ, თუ პრაქტიკულ ნაწილში ყველაფერი შესრულებულია და საქართველო თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან, მაგრამ რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკაში, ჩვენ თვალწინ დაიხურა ეს კარი. ამიტომ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, NATO-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.
ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციისთვის საქართველომ მრავალი წლის წინ შეასრულა მათი პირობები და საქართველო თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან. საქართველო ყველა ასეთ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგება, როგორც წარჩინებული სახელმწიფო და მე იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, კიდევ ერთხელ დაინახავენ საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში NATO-ს ხელმძღვანელობა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით არის დაწინაურებული. NATO-სა და ევროკავშირისავე შეფასებებით, საქართველო უკვე თავსებადია ამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||