გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

11-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მააიკე ვან კოლდამთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.


ირაკლი ღარიბაშვილმა მააიკე ვან კოლდამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031