11-07-2023
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 1384 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 131 120,39 ლარი შეადგინა. სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||