11-07-2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გლობალურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვით არიან დაინტერესებულები.
„მე ღონისძიების დაგეგმვის კომპანიას წარმოვადგენ იტალიიდან და საფრანგეთიდან. m&i-ისფორუმის საშუალებით როგორც იქნა აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო მიმართულება, საქართველო ნამდვილად გამორჩეულია და დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენს კლიენტებს ღონისძიებების დაგეგმვისას ვთავაზობთ ტრადიციულ მიმართულებებს: იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, თუმცა ამ ფორუმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ საქართველო და კლიენტებს ახალი საინტერესო მიმართულება შევთავაზოთ და გავაცნოთ“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე ოდეტე ამავი.
საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
m&i-ის ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||