გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება

12-07-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.


ეკა სეფაშვილის განცხადებით, როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება:


„არც გვქონდა განსაკუთრებული მოლოდინები, რომ NATO-ს ახალი განცხადებით გარღვევა იქნებოდა. თუმცა გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რაც განსხვავებულია ბუქარესტის სამიტისგან, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი. როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. და, ეს, რა თქმა უნდა, მომავალში იქნება და არა - ახლა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031