გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა

15-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა.


ლენტეხის მუნიციპალიტეტში "მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის" სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები.


პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930