18-07-2023
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სისხლის ბანკის "სიცოცხლე"-ს მიერ, სისხლის გაღების აქცია გაიმართა.
აქციაში რიგითი მოქალაქეების გარდა აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
10 წლიანი გამოცდილების მქონე კლინიკა "ჯერარსის" ტრამვატოლოგია-ორთოპედიის განყოფილების გამგემ სოსო რევაზიშვილმა დონორებს უფასო კონსულტაცია გაუწია.
სისხლის ბანკი "სიცოცხლე" ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა მწვავე ონკოლოგიურ დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||