გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი კანდიდატით ამ არჩევნებში არ წარვსდგებით

26-08-2018

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

“ჩვენი კანდიდატით ამ არჩევნებში არ წარვსდგებით. საუბარი გვქონდა, თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია საპრეზიდენტო არჩევებში. ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ.  ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვანია, ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლები ვართ.  აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა აქტიური იქნება,“-განაცხადა კობახიძემ.

 

 მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 „დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისას, რომელიც ჩამოყალიბდება, ხოლო ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით  8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი,“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031