19-07-2023
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", ასევე, ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 39 339,81 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ი. ა.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. პაკისტანის მოქალაქეს მ.ა-ს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4751,81 ლარი შეეფარდა, ხოლო ერთ-ერთი კომპანია 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 10372 ლარით დაჯარიმდა.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||