გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა... გამოძიება გრძელდება და ფართოვდება ეჭვმიტანილთა წრე

20-07-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბელგიის პოლიციამ „კატარგეითის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა.


ანალიტიკოსის თქმით, ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა.


„ამას წინათ, ნაცსექტის ერთ-ერთმა ლობისტმა, უნამუსო ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან პეტრას აუსტრევიჩუსმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "კოლექტიური ბანდა" უწოდა, რითაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ამომრჩევლებს. თუმცა, რეალური ბანდა ევროპარლამენტშია და ამას ეტაპობრივად იძიებენ ბელგიის სამართალდამცველნი.


ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩენილია კორუფციის უპრეცედენტო კერა. 19 ივლისს, ბელგიის პოლიციამ Qatargate-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარ მარია არენას სახლში ჩხრეკა ჩაატარა. კორუფციულ სკანდალში მარია არენას რამდენიმე თანაპარტიელი ფიგურირებდა, თუმცა უშუალოდ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არც კი დაუკითხავთ. ევა კაილის, მარკ ტარაბელას და ანდრეა კოცოლინოს შემდეგ მარია არენა რიგით მეოთხე ევროპარლამენტარია, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. ბრიუსელში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც ესწრებოდა. გამოძიება გრძელდება და ფართოვდება ეჭვმიტანილთა წრე...“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031