გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დასრულდა

24-07-2023

დასრულდა ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის - დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

 

ტურნირი ბეერშევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა და საქართველოს მომქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.

 

აღსანიშნავია, რომ ტურნირში, ხუთ წონით კატეგორიაში, გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენები, 14 აგვისტოს, გაემგზავრებიან პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

 

ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

შეჯიბრება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031