გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაკურიანის პირველ ინოვაციურ ბანაკში კასპის მუნიციპალიტეტიდან 13 ახალგაზრდა გაემგზავრა

31-07-2023

დღეს კასპის მუნიციპალიტეტიდან დაბა ბაკურიანში, პირველ ინოვაციურ ბანაკში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა.

 

ბანაკის მონაწილეები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ გააცილეს.

 

ბანაკში ყოფნისას მონაწილეები გაივლიან მნიშვნელოვან საკითხებს ტექნოლოგიებში. გაიმართება შეხვედრები ტექნოლოგიურ სტარტაპებთან.

 

ბანაკი ორგანიზებულია კასპის ტექნოპარკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის მიერ.

 

პროექტი თანადაფინანსებულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

 

ახალგაზრდები სამოტივაციო წერილის კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031