გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ხვალ ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრება

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინსიტრი მამუკა ბახტაძე ხვალ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. 
ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბაქოში დაგეგმილ შეხვედრებზე რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალი მიმართულებები განიხილება. 
„ხვალ ოფიციალური ვიზიტით მივემგზავრებით ბაქოში, აზერბაიჯანში. ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ერთად ვახორცილებთ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს. გვექნება შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე, რომ საქრთველო ჩამოყალიბდეს რეგიონალურ ჰაბად“- განაცადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930