გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მაკკეინი ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი იყო

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორ მაკკეინის დაკრძალვაზე გაემგზავრებიან.
მისივე თქმით, მაკკეინი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანია.
„მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი გახლავთ. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს შუადღეს მივდივარ ამერიკის საელჩოში. ამასთან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930