გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს - ირაკლი კობახიძე

4-08-2023

უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას,  - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.


„მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას.


სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი“, - აღნიშნავს კობახიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031