გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მსახიობის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო

18-08-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი მსახიობის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

პრემიერი სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას.


„ბატონმა გოგიმ ათწლეულების განმავლობაში თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი.


გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას", - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031