გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

30-08-2018

საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს მ.ც.-ს (347,56 გრამი) და ნ.გ.-ს (451,01 გრამი) არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები აღმოუჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 39,599 ლარი შეადგინა.


საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურს გადაეცა.


28 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის დ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 71.1 გრამი) აღმოაჩინეს.საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6513,46 ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930