გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქართველებმა იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაძარცვეს

30-08-2018

იტალიაში, მილანში ხუთი ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ იტალიის შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვა. 


როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულები იტალიის დატოვებას აპირებდნენ, როდესაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს. 


იტალიელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები პროფესიონალები და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. 


აღნიშნული პირების დაკავება 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.


იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი 15 აგვისტოს გაქურდეს. ბინიდან გატანილი იყო სეიფი. იმავე შენობაში კიდევ ერთი ბინა იყო გაქურდული. 
აღსანიშნავია, რომ იტალიის შს მინისტრი, მატეო სალვინი ანტიიმიგრაციული ხედვებით გამოირჩევა. 



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031