გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„უკრაინელ ხალხთანაც გვაპირისპირებს, დიდად კანონმორჩილნი არიან ხეპრე ქართველებთან შედარებითო...“ - ვოლსკი სააკაშვილზე

1-09-2023

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „საქართველო გადასარჩენია“


„პოსტები „დამილაიქეთო”… იქნებ ეს პოსტიც დავულაიქოთ, სადაც ამბობს, რომ მის გამოჩენამდე კარიკატურული იყო საქართველო, ხოლო მისი ხალხი გამორჩეული არა უძველესი კულტურით და დახვეწილობით, არამედ ღიპეპით, ულვაშებით, დიდი კეპებით, მხოლოდ ცეკვისა და სადღეგრძელოს თქმის უნარებით.


აქ უკრაინელ ხალხთანაც გვაპირისპირებს, დიდად კანონმორჩილნი არიან ხეპრე ქართველებთან შედარებითო, თურმე მან შემოიკრიბა და გზა გაუხსნა ინტელექტუალურ საზოგადოებას და ზოგადად, განათლება შემოიტანა ერში“, - აცხადებს ვოლსკი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728