გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, კოსტავას ქუჩა #16 -ში ეზოს დამცავი კედელი ეწყობა

5-09-2023

ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩა #16 -ში ეზოს დამცავი  კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი  და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.


მრავალსართულიანი ბინის არსებული, დამცავი კედელი ამორტიზირებული და საშიშროების შემცველი იყო.


მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კედლის მოწყობის სამუშაოების ტენდერი გამოაცხადა. 


ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვერ ბალ გრუპი“,  ამჟამად  ბეტონის  სამუშაოებს ახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031