გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს არ იყრის

31-08-2018


 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად სტუდენტებს ხვდება.

 

"ჩემთვის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩვენი სამსახური იქნება საქართველოს სამხური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე სხვა ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე, იწყებოდა თქვენგან, საქართველოს მოქალქაქებიდან და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930