გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ავსტრიის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია სტუმრობს

8-09-2023

საქართველოში  ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი საფრთხის ზონებს, ტყის მართვის გამოწვევების მქონე არეალებსა და იმ სატყეო ფართობებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.


ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობამ ავსტრიელ კოლეგებს მუხის სახეობისა და მუხნარი კორომების მდგომარეობზე ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან ავსტრიაში კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შედეგად,  ფოთლოვანი სახეობები და განსაკუთრებით მუხა მოწყვლად სახეობად ითვლება. ასევე, გაეცენენ საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასა და მდგრადი, ბუნებრივი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.


მხარეებმა,   ტყეებზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ბუნებრივი საფრთხეების მართვასა და ტყის აღდგენასთან დაკავშირებით სამომალო თანამშრომლობის პერსპეტივებიც განიხილეს.


ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს ვიზიტის ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც უმასპინძლეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930