8-09-2023
„ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა სამ რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ 3 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან. ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსაზრება, რომ 9 რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულები, რამდენიმე არის დარჩენილი, რაც მე ვისაუბრე. ძირითადად მე გამოვყოფდი 3 რეკომენდაციას, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლა, ეს არის დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობა. მეორეს - ეს არის დეოლიგარქიზაცია, ამაზე ჩვენ ძალიან მალე, 1-2 კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორი უნდა იყოს ამ საკითხის დარეგულირება, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში და მესამე - ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც მე ვრცლად ვისაუბრე, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან. ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |