გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე საკრებულოს დელეგაციასთან ვიზიტით ბელორუსს ეწვევა

1-09-2018

მიმდინარე წლის 1-2 სექტემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიზიტით ეწვევა ბელარუსის დედაქალაქ მინსკს, სადაც საქართველოს კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.


ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძე მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცთან შეხვედრას გამართავს.


ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიმართება; მოეწყობა ქართული ფილმების ჩვენება, გამოიფინება ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მინსკს თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930