გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

13-09-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოსა და სლოვაკეთს აქვს ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის - პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროექტები, ასევე - ხაზი გაესვა სლოვაკეთის დახმარების მნიშვნელობას ჯანდაცვის სექტორისთვის.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.


ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031