გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ ეგონა, რომ იუსტიციის სამინისტრო დათანხმდებოდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას და მან საბოტაჟისთვის თქვა ის, რაც თქვა

22-09-2023

"ახლა, სამწუხაროდ პრეზიდენტს და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ჩართულია საბოტაჟში ქვეყნის წინააღმდეგ.

 

„პრეზიდენტი ჩაერთო ამ საბოტაჟის პროცესში. როგორც ჩანს, მას არ ეგონა, რომ იუსტიციის სამინისტრო დათანხმდებოდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას და მან საბოტაჟისთვის თქვა ის, რაც თქვა. ახლა უკვე დადგა ფაქტის წინაშე, რომ მის ხელმოწერაზეა დამოკიდებული ფარცხალაძეს შეუწყდეს თუ არა მოქალაქეობა. ფარცხალაძეს რომ მოქალაქეობა შეუწყდეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივად ისედაც გამართული და სწორი იყო, მაგრამ პოლიტიკურად, საზოგადოება დაინახავს, რომ ეროვნული ბანკის ბრძანება არის სწორი იმიტომ, რომ ის ეხება ყველა მოქალაქესა და არა მხოლოდ ფარცხალაძეს. ახლა უკვე ფარცხალაძესაც აღარ შეეხება, როცა მოქალაქეობა შეუწყდება. ეს არ აწყობს პრეზიდენტს, რატომ? იმიტომ, რომ საბოტაჟს ნიშნები აღარ იქნება. ახლა, სამწუხაროდ პრეზიდენტს და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031