გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვივნენ

3-10-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვივნენ.


ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა წარიმართა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებთან. მხარეთა მიერ განხილულ იქნა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსა და კრიპტოაქტივის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სწრაფი და ეფექტიანი გამოვლენა-პრევენციის საშუალებები. განხორციელდა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფების გაცნობა-შეფასება.


საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სააგენტოში ჩატარებულ პრაქტიკულ სწავლებაში, თემატიკით: საგამოძიებო პროცესში კრიპტოაქტივის აღმოჩენა, ამოღება და ფიქსაცია.


ხაზი გაესვა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის, შესაბამის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადებისა და სწავლების, ასევე უწყებათა შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას მხარეთა საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031